суббота, 30 марта 2013 г.


საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.


თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს.


საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრეთ — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.

საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
ა)თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ყუმა-მანიჩის ღრუმლზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
ბ)ძვ.წ მე-5 საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეროდოტე ევროპასა და აზიას შორის საზღვარს მდინარეებზე-რიონსა და მტკვარზე ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი ევროპაში ხვდება, ნაწილი კი-აზიაში
გ)თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ (თურქეთთან და ირანთან), მაშინ საქართველო და მთლიანად კავკასია ევროპაში ხვდება.
დ)რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის ლანდშაფტები ჭარბობს(კავკასიის ბუნება ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
ე)ისტორიის,ტრადიციებისა და რელიგიის გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
ვ)თუ საზღვრებს კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო "ჩიხში" იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

საწვავი
ნავთობი-სამგორ პატარძეული,თბილისის მიდამოები, სუფსა
ნახშირი-ტყიბული,ტყვარჩელი
მურანახშირი-ახალციხე
ტორფი-კოლხეთის დაბლობი, ფოთთან

ლითონები
რკინა-ქვემო ქართლი(ბოლნისი)
მანგანუმი-ჭიათურა
სპილენძი-ბოლნისი
ტყვია_თუთია - ბოლნისი
ტყვია_თუთია_ბარიტი - ბოლნისი
დარიშხანი-სვანეთი,რაჭა
ვერცხლის წყალი-რაჭა,აფხაზეთი

საშენი და სხვა მასალა
საცემენტე მასალა-კასპი
თაბაშირი-სამეგრელო,ახალციხე
მარმარილო-კახეთი,აფხაზეთი
ტუფი-ბოლნისი,იმერეთი,შიდა ქართლი

მინერალური წყლები და სხვა
მინერალური წყლები-თითქმის ყველა რეგიონში
თერმული წყლები-სამეგრელო(მენჯი),იმერეთი(წყალტუბო)
სამკურნალო ტალახი-ახტალა(კახეთი)
საქართველოს საზღვრები [რედაქტირება]

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.
ფლორა და ფაუნა [რედაქტირება]

ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მთავარი სტატია : საქართველოს ფლორა და საქართველოს ფაუნა.


საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.
სახელმწიფო [რედაქტირება]

საქართველოს გზები

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამჟამად მმართველობის ტიპს წარმოადგენს გარდამავალი რესპუბლიკა. 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საბოლოოდ დასრულდება და გაფორმდება საქართველოს გარდაქმნა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად.
დედაქალაქი: თბილისი.
სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური.
ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).